ფეხბურთი

20:07 | 26.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზუტმა მესის აჯობა

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და პსვ-ს მეკარე იერუნ ზუტი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჰოლანდიელმა გამოკითხვაში გულშემატკივართა ხმების 44% მიიღო და “ბარსელონას” თავდამსხმელს ლიონელ მესის (40%) აჯობა.

25 წლის ზუტმა მადრიდის “ატლეტიკოსთან” (0:0) გამართულ მერვედფინალურ დაპირისპირებაში ესპანელებს გოლის გატანის საშუალება არ მისცა. იერუნმა 4 სეივი შეასრულა, ხოლო მისი აკურატულობა 82%-ით შეფასდა.

გამოკითხვაში მესამე ადგილზე პაოლო დიბალა (10%) გავიდა, ხოლო მეოთხეზე -სერხიო აგუერო (6%).

0.142633