სოფიაში პეტკო სირაკოვის და ივან ილიევის საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს 6 წონიდან ფინალში 5 ქართველი იჭიდავებს.
ბერძნულ-რომაელთაგან ფინალში გელა ბოლქვაძე (80) და ბექა კანდელაკი (130) გავიდნენ, ფინალში კი, შესაბამისად, რუმინელ იონუტ კარასს და თურქ ოსმან ილდირიმს შეხვდებიან. მესამე ადგილისათვის იჭიდავებს ნიკა გავაშელი (80).
თავისუფალ ჭიდაობაში 74 კგ-ში ქართული ფინალი გაიმართება - ტარიელ გაფრინდაშვილი ნიკა კენჭაძეს დაეჭიდება. ცოტა ხნის წინ ისინი საქართველოს ჩემპიონატის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ფინალში იჭიდავებს როლანდ ანდრიაძეც (97).
50 კგ-ში კი გიორგი ღონიაშვილი და გიორგი ხაჩიძე ერთმანეთს მეორე-მესამე ადგილისათვის შეხვდებიან, რადგან ამ წონაში შეხვედრები წრიული სისტემით წარიმართა.
ფინალები თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის ლინკი http://wrestling.ge/NewsPage/Item/205