უეფას რანგით მეორე საკლუბო ტურნირ ევროპა ლიგაზე მერვედფინალური წყვილები ცნობილია. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის მოყვარულთ მარტის თვეში რამდენიმე გამორჩეული დაპირისპირება ელით. ყველაზე დიდ ინტერესს უდაოდ ინგლისური ჯახი მიიქცევს, რომელშიც ერთმანეთს “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” დაუპირისპირდებიან. ასევე გამორჩეულია დორტმუნდის “ბორუსიასა” და ლონდონის “ტოტენჰემის” წყვილი, ხოლო “ვალენსიას” მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლა ესპანურ დერბიში ბილბაოს “ატლეტიკთან” მოუწევს.
ევროპა ლიგის მერვედფინალური წყვილები:
“შახტარი” (უკრაინა) – “ანდერლეხტი” (ბელგია)
“ბაზელი” (შვეიცარია) – “სევილია” (ესპანეთი)
“ვილიარეალი” (ესპანეთი) – “ლევერკუზენი”( გერმანია)
“ბილბაო” (ესპანეთი) – “ვალენსია” (ესპანეთი)
“ლივერპული” (ინგლისი) – “მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)
“სპარტა” (ჩეხეთი) – “ლაციო” (იტალია)
“დორტმუნდი” (გერმანია) – “ტოტენჰემი” (ინგლისი)
“ფენერბაჰჩე” (თურქეთი) – “ბრაგა” (პორტუგალია)
მერვედფინალის პირველი მატჩები 10, ხოლო საპასუხო 17 მარტს გაიმართება. რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, იგი 18 მაისს, შვეიცარიის ქალაქ ბაზელში, “სენტ იაკობს პარკზე” შედგება.