24 თებერვალს ბრიუსელში (ბელგია) ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრის ერთადერთი თემა 2015 წლის წარმატებული პროექტი „ჭადრაკი სკოლაში“ გახლდათ.
სხდომაზე 8 ევროპული ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციის წარდგინება მოისმინეს, მათ შორის იყო საქართველოც.
აღნიშნულ თემას მიეძღვნა პრესკონფერენცია, რომელიც დღეს ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა.
პრესკონფერენციის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას „მსოფლიო სპორტი“ მოგვიანებით მოგაწვდით.