ახალ სპორტის სასახლეში კალათბურთის სამოყვარულო ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩები ჩატარდა.
ლიდერბეთი - ავერსი 103:87 (27:15, 26:22, 27:17, 23:33)
ლიდერბეთი: წერეთელი (19), ირაკლი დოლიძე (18), პირველაშვილი (13+14 მოხსნა), ახალაია (11+11 მოხსნა), ირაკლი გაბისონია (11+9 მოხსნა), პატარაია (11), გაბელია (10+9 მოხსნა+7 პასი), როგავა (10).
ავერსი: სუხაშვილი (43), იოსებაშვილი (20+6 მოხსნა+3 პასი), უბირია (14).
ფავორიტმა მოიგო. „ლიდერბეთმა“ საშუალო სროლების 56 პროცენტი გამოიყენა და თამაში 58 მოხსნით დაასრულა. „ავერსმა“ მხოლოდ 5 კაცით ითამაშა და გიორგი სუხაშვილმა 43 ქულით პირადი და გუნდური რეკორდები დაამყარა.
ჰიუნდაი - აფხაზეთი 71:58 (9:19, 14:17, 28:12, 20:10)
ჰიუნდაი: ბაბუნაშვილი (21+5 მოხსნა), ღონღაძე (16), ბერუაშვილი (16+16 მოხსნა+5 პასი), ბეშქენაძე (4+10 მოხსნა).
აფხაზეთი: მუშკუდიანი (17+14 მოხსნა), გასიტაშვილი (14+8 მოხსნა), თევზაძე (13+6 პასი).
დაძაბული, საინტერესო თამაში, რომელიც „აფხაზეთის“ ლიდერმა დავით მუშკუდიანმა კიდევ ერთი ორმაგი დუბლით დაამთავრა. დათომ თამაშიდან 19/8 სროლა გამოიყენა. „აფხაზეთმა“ 15 შეცდომა დაუშვა.
ბანკი რესპუბლიკა - მარნეული 56:63 (16:10, 11:13, 9:16, 20:24)
ბანკი რესპუბლიკა: მეფარიშვილი (16+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ზურა მაისურაძე (12+12 მოხსნა).
მარნეული: მინაძე (19+9 მოხსნა+5 პასი), ირაკლი ჯანხოთელი (18+9 მოხსნა+4 პასი+3 ჩაჭრა), ბექა ჯანხოთელი (15+11 მოხსნა+2 ჩაჭრა), შერმაზანაშვილი (4+12 მოხსნა).
„მარნეულმა“ მანამდე რამდენიმე თამაშის მოგების რეალური შანსი ვერ გამოიყენა. ეს კონკრეტული ტესტი გუნდმა თავიდანვე ყურადღებით, მონდომებულმა ჩაატარა და აუცილებელი მოსაგები მოიგო. „მარნეულმა“ შეტევაში 22 მოხსნა დააგროვა და 18 შეცდომის მიუხედავად იმარჯვა.
MVP (საუკეთესო მოთამაშე)
ბექა ჯანხოთელი (მარნეული)
სტატისტიკა: 15 ქულა, 11მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება, 1 პასი.
ამ ტურში სხვას უფრო სოლიდური სტატისტიკა ჰქონდა, მაგრამ ჯანხოთელის გუნდმა მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. სათქმელია ისიც, რომ ბექა (დავით მუშკუდიანთან ერთად) ჩემპიონატში ორმაგ დუბლებს ყველაზე სტაბილურად ასრულებს.