ჭადრაკი

0:39 | 26.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პატარა ჩემპიონები გაირკვნენ!

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა თბილისის ჩემპიონატი 8 წლამდე ასაკის ნორჩ მოჭადრაკეთა შორის.

გოგონათა შორის 7-დან 6 ქულით პირველობა გაინაწილეს მარიამ გვათუამ და ანა შერაზადიშვილმა. დამატებითი მაჩვენებლებით, ჩემპიონის წოდება გვათუას ხვდა წილად.

მესამე საპრიზო ადგილის ბედიც ბუჰგოლცის ცხრილით გაირკვა. 5 ქულა დააგროვეს და შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. ნატო ეთერია; 4. ლიზი ზარიძე.

ტექნიკური შედეგები

8 წლამდე ბიჭებს შორის მხოლოდ ერთმანეთში დაასრულეს ფრედ შეხვედრა და დანარჩენ პარტიებში იმარჯვეს: ანდრია ელიკაშვილმა და დავით ლომთაძემ. თუმცა, დამატებითმა მაჩვენებლებმა პირველი ადგილი ელიკაშვილს არგუნა. 6 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე ნიკოლოზ გაგუა გავიდა.

ტექნიკური შედეგები

გამარჯვებული მონაწილეები ასე დაჯილდოვდნენ:

I ადგილებზე გასული ჭაბუკსა და გოგონას თანატოლთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე (18.10-31.10.2016 წ. ქ. ბათუმი) მონაწილეობის შემთხვევაში, თბილისის ჭადრაკის ფედერაცია ფიდეს და სარეგისტრაციო შესატანებს დაუფინანსებს.

I-III ადგილზე გასული გოგონები და ჭაბუკები დაიშვებიან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 8 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის.

ყოველი 10 მონაწილიდან 1 ადგილი (შესაბამისად 15-20 მონაწილეზე 2 ადგილი, 25-30 მონაწილეზე 3 ადგილი, 35-40 მონაწილეზე 4 ადგილი და ა.შ.) დამატებით დაიშვება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 8 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

0.127076