ფეხბურთი

18:54 | 25.02.2016 | ნანახია 0 - ჯერ

რობერ პირესი ფეხბურთიდან წავიდა

ცნობილმა ფრანგმა ფეხბურთელმა რობერ პირესმა, რომელსაც ფეხბურთის თამაში ოფიციალურად აქამდე არ დაემთავრებინა, საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 42 წლის პირესმა Bein Sport-ს განუცხადა.

“42 წლის ვარ და მოვიდა ის მომენტი, როცა ადგილი ახალგაზრდებს უნდა დავუთმო. ჩემი ბოლო გამოცდილება ინდოეთი გახლავთ”, - თქვა პირესმა.

რობერ პირესი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 1998 და 2000 წლებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გამხდარა. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, საუკეთესო წლები ლონდონის “არსენალს” უკავშორდება, ხოლო მანამდე სახელი მარსელის “ოლიმპიკში” თამაშით გაითქვა. “მეთოფეები” რობერმა 2006 წლის ზაფხულში დატოვა და ესპანურ “ვილიარეალში” გადაბარგდა, მისი ბოლო ევროპული გუნდი კი ბირმინგემის “ასტონ ვილა” იყო. ინდოეთში იგი 2014 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა და 8 ჩატარებულ მატჩში ერთი გოლის გატანა შეძლო.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:43 | 29.12.2013
NGoLo KaNte (36472)

პრეზიდენტობაზე დაფიქრდი

23:42 | 29.12.2013
NGoLo KaNte (36472)

ეს რაჭკუა სავს ეყოფილა უყურე ზსენ მალადეც ოსკარიტო

12:50 | 03.11.2013
რაჭა (10043)

ვა ასე მაგონა ქართველი პოლიტიკოსის გამოსვლას ვკითხულობდი....მაგრამ ვერ ვიხსენებ ნეტა რომელის??? DDD

23:41 | 29.12.2013
NGoLo KaNte (36472)

)))

16:30 | 03.11.2013
mushni (93569)

მეც მასე მეგონა

12:03 | 03.11.2013
BETTERER (132)

მიხედე შენს ჩასვრილს საქმეს რა

12:03 | 03.11.2013
BETTERER (132)

ამან ფილოსოფოსობა დამიწყო )))

11:29 | 03.11.2013
italiafun-juventino (12319)

ამაზე საინტერესო არაფერი წამიკითხავს )

23:43 | 29.12.2013
NGoLo KaNte (36472)

აშკარად საინტერესო იყო

0.065102