"მილანის" ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე "სევილიას" თავკაც უნაი ემერის კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაციას Fichajes.net-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, "როსონერი" სინიშა მიხაილოვიჩს იმ შემთხვევაში გაუშვებს თუ სერბი გუნდს იტალიის ჩემპიონატის ტოპ ხუთეულში ვერ გაიყვანს. ამ დროისთვის "მილანი" 44 ქულით მე-6 ადგილზეა და ევროტურნირების ზონაში მყოფ "ინტერს" 4 ქულით ჩამორჩება.
ემერი ანდალუსიელებს 2013 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს. მას შემდეგ ესპანელი სპეციალისტის გუნდმა 183 მატჩი ჩაატარა, მოიგო 100, 38 ფრედ დაასრულა, ხოლო 45 დაპირისპირებაში დამარცხდა.