მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი, სრული სახელით - კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ ამბობს, რომ საერთოდ არ ანაღვლებს როგორ მიმართავს ხალხი მას, თუმცა გარკვეული პრიორიტეტები აქვს.
“პრობლემა არ მაქვს და არ ვღელავ იმაზე როგორ მომმართავენ. ისე კი მირჩევნია, რომ ქალებმა კრიშტიანუ დამიძახონ, ხოლო კაცებმა რონალდუ. ეს უკანასკნელი უფრო სერიოზულად ჟღერს. რაც შეეხება “კრიშს” - ეს უკვე მეგობრებისთვისაა” - უთხრა “მარკას” პორტუგალიელმა.