ფეხბურთი

15:22 | 25.02.2016 | ნანახია 3249 - ჯერ

აზერბაიჯანული საიტი: “ცხადაძე “ნეფთჩისკენ” მიიწევს”

Azerifootball.com-ის ცნობით, კახა ცხადაძეს ბაქოს “ნეფთჩის” გაწვრთნის სურვილი აქვს. ეს საიტი მაინცდამაინც სიმპათიით არაა განწყობილი ცხადაძის მიმართ (ესეც რბილად რომ ვთქვათ) და სტატიაში აშკარად იგრძნობა დამცინავი ტონი.

საიტის ცნობით, ცხადაძემ ყველაფერი სცადა, რათა “ნეფთჩის” ხელმძღვანელობას შეხვედროდა და თავისი კანდიდატურა შეეთავაზებინა. ცნობილია, რომ კლუბის მესვეურები უკმაყოფილონი არიან ამჟამინდელი მწვრთნელის, ასკერ აბდულაევის მუშაობით. თუმცა საიტი აღნიშნავს, რომ “ნეფთჩის” საბოლოო პასუხი არ გაუცია ცხადაძისთვის:

“აზერბაიჯანის თასზე “ნეფთჩი” “ხაზარს” თუ ვერ გასცდება, დიდი შანსია, “მენავთობეთა” ხელმძღვანელებმა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყონ ცხადაძესთან. ამ შემთხვევაში კი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს (“ნეფთჩის”) მხოლოდ უნდა მივუსამძიმროთ...”.

სტატიაში წერია, რომ ცხადაძე ჯერ ბაქოს “ინტერში” დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ კლუბის მესვეურებისგან უარი მიიღო.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

03:59 | 02.03.2020
dinamo222 (8587)

უმაგრესად ითამაშა და მარტო 32 ქულის გამო კი არა ყველა ბურთი ძალიან საჭირო დროებში ჩააგდო !

18:42 | 01.03.2020
KoRBeN DaLLaS (24842)

საქებარი სიტყვები სწორად შეარჩიეთ. "უზარმაზარი შენგელია" მამამისი კახა გახლავთ, თოკო "ბრწყინვალე შენგელიაა"

11:32 | 01.03.2020
baxt (1836)

ესპანური კარიერის საუკეთესო თამაში ჩაატარა თოკომ, 44 ეფექტიანობის მაჩვენებელი _ ფენომენალური რიცხვია!

03:05 | 01.03.2020
ronaldooooo (50)

ბრავო თოკო

0.066632
3249