ფეხბურთი

15:00 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გურიამ” 20 წლის პანამელი ფორვარდი დაიმატა

20 წლის პანამელი ფორვარდი კარლოს სმალი ლანჩხუთის “გურიაში” ითამაშებს. აქამდე სმალი პანამის “სპორტინგ სან მიგელიტოში” გამოდიოდა. 2013/2014 წლების სეზონში 10 გოლი გაიტანა, მომდევნოში 4 გოლი, ხოლო მიმდინარე სეზონის პირველ წრეში – 2 გოლი (17 მატჩში).

კარლოს სმალი პანამის 20-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობდა და გასულ წელს კონკაკაფის ჩემპიონატში გამოდიოდა, სადაც პანამამ ფინალამდე მიაღწია და იქ მექსიკასთან პენალტებში წააგო.

სმალი მეორე პანამელი ფეხბურთელია, რომელიც “გურიაში” ჩამოვიდა. ამ ზამთარს გუნდს შეუერთდა ნახევარმცველი ჯამალ როდრიგესი, რომელმაც გუშინწინ ითამაშა “შუქურასთან”.

0.121916