კალათბურთი

14:25 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტის” 51-ე გამარჯვება

“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “მაიამი ჰიტი” (118:112) დაამარცხა და მიმდინარე სეზონში 56 შეხვედრიდან 51 მოიგო, რაც ნბა-ს ყველა დროის რეკორდია.

“ოქროს შტატელებმა” 1995/95 წლების “ჩიკაგოს” რეკორდის (72 მოგება 10 მარცხი) გასაუმჯობესებლად დარჩენილი 26 შეხვედრიდან 22 უნდა მოიგონ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “მაიამის” დამარცხებაში ლომის წილი სტეფ კარიმ და კლეი ტომპსონმა დაიდეს, ორივე კალათბურთელმა ერთად მეტოქეს 75 ქულა ჩაუგდეს, კარი – 42, ტომპსონი - 33.

0.112851