ფეხბურთი

13:53 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის სუპერთასი ავსტრიაში

საფრანგეთის სუპერთასის მატჩს მიმდინარე წელს ავსტრიული კლაგენფურტი უმასპინძლებს. ფრანგული პრესის ცნობით, წლევანდელი ჩემპიონისა და თასის მფლობელის შეხვედრა 6 აგვისტოს 32 ათასიან “ჰიპო არენაზე” გაიმართება.

საფრანგეთის სუპერთასის მატჩი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 2009 წლიდან ტარდება. პირველი უცხოური მასპინძელი ქალაქი კანადური მონრეალი იყო. კანადაში ჩატარდა გასულ წელს პსჟ - “ლიონის” დაპირისპირებაც (2:0). გარდა ამისა, საფრანგეთის სუპერთასისთვის უმასპინძლიათ ტუნისს, მაროკოს, აშშ-ს, გაბონს და ჩინეთს.

ზედიზედ ბოლო სამი წლის სუპერთასის გათამაშების გამარჯვებული “პარი სენ ჟერმენია”.

0.15388