ჭიდაობა

20:27 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდული და 23-წლამდელთა ნაკრებები ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ

26-28 თებერვალს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია პეტრკო სირაკოვის და ივან ილიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს ჭიდაობის სამივე დისციპლინაში, რომელშიც ახალგაზრდა და 23-წლამდე მოჭიდავეები ერთი ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზებენ.

შეჯიბრება 1993-1998 წელს დაბადებულ მოჭიდავეთა შორის 9 წონით კატეგორიაში გაიმართება, საიდანაც მხოლოდ 50 კგ იქნება ახალგაზრდული, დანარჩენი კი 23-წლამდელთა კატეგორიებში ჩატარდება: თავისუფალი – 50, 57, 61, 65, 70, 74, 86, 97, 125 კგ. და ბერძნულ-რომაული 50, 59, 66, 71, 75, 80, 85, 98, 130 კგ.

ტურნირზე საქართველოს ბერძენ-რომაელთა მხოლოდ 23-წლამდელთა ნაკრები იასპარეზებს, თავისუფლები კი ორივე ნაკრებით – ახალგაზრდული და 23-წლამდელებით იქნებიან წარდგენილნი.

ბერძნულ-რომაული ნაკრები ზაზა ჯიბლაძის და ვაჟა ბოძაშვილის ხემძღვანელობით შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: გიზო მელაძე და ხვიჩა ჭითავა (ორივე – 59), თორნიკე ჯანგავაძე (66), რამაზ ზოიძე და ბაკურ გოგოლი (ორივე – 71), გელა ბოლქვაძე (75), ნიკა გავაშელი (80), შალვა ხაჩიძე (85), კუკური კირცხალია (98), ბექა კანდელაკი (130).

ახალგაზრდა თავისუფლებს დავით ოთიაშვილი და კობა კაკალაძე უხემძღვანელებენ: გიორგი ხაჩიძე და გიორგი ღონიაშვილი (ორივე – 50), კახა ირემაძე და რობერტ დინგაშვილი (ორივე – 57), გიორგი ყაზარაშვილი (61), შმაგი თოდუა და გიორგი სულავა (ორივე – 65), ტარიელ გაფრინდაშვილი და ნიკა კენჭაძე (ორივე – 74), მექი სიმონია (86), ვაჟა ომარაშვილი (97), ზურიკო ურთაშვილი (125).

თავისუფალთა 23-წლამდელთა ნაკრები: ლევან მურცხვალაძე, თეიმურაზ ვანიშვილი (ორივე – 57), შოთა ფარტენაძე (61), ივერიკო ჯულაყიძე, გიორგი ბრეგაძე და მამუკა ჩაჩუა (ყველა – 65), დავით ბუზიაშვილი (70), ლაშა გიგაშვილი (74), როლანდ ანდრიაძე (125). ამ გუნდის მწვრთნელები ოთარ თუშიშვილი და გოჩა კირკიტაძე იქნებიან. ისიც ვთქვათ, რომ ტურნირზე ერთ-ერთი მსაჯის მოვალეობას მალხაზ ჯორბენაძე შეასრულებს.

სოფიის ტურნირის განრიგი

26 თებერვალი

თავისუფალი 50, 74, 97 კგ, ბერძნულ-რომაული 66, 80, 130 კგ

27 თებერვალი

თავისუფალი 57, 65, 86 კგ, ბერძნულ-რომაული 50, 59, 75 კგ

28 თებერვალი

თავისუფალი 61, 70, 125 კგ, ბერძნულ-რომაული 71, 85, 98 კგ

www.wrestling.ge

0.118558