ფეხბურთი

21:47 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სიონს” ლუის ალბერტო და ჯაფიაშვილი დაუბრუნდნენ

ბოლნისის “სიონს” 24 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი ლუის ალბერტო ვიეირა მედინა დაუბრუნდა. ბოლნისელთა პრეს-სამსახურის ცნობით, ახალგაზრდა თავდამსხმელი საქართველოში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა.

ლუის ალბერტო ბოლნისელთა ღირსებას გასული სეზონის მეორე წრეში იცავდა და 5 გოლის გატანაც შესძლო, შემდეგ კი ფეხბურთელმა ბათუმის “დინამოში” გააგრძელა კარიერა. ბათუმელებსა და პორტუგალიელს შორის ხელშეკრულება ზამთარში შეწყდა, მედინამ კი ისევ ბოლნისში დაბრუნება გადაწყვიტა.

გარდა პორტუგალიელი ფორვარდისა, “სიონს” დაუბრუნდა 19 წლის მცველი ზურა ჯაფიაშვილიც, რომელიც რიგის “სკონტოში” წავიდა სათამაშოდ. იქ შექმნილი მდგომარეობის გამო (“სკონტო” დაიშალა), ახალგაზრდა მცველი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოში და “სიონში” ისევ იჯარის წესით ითამაშებს.

0.145096