ფეხბურთი

18:42 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდი: “ვიმედოვნებ, მესი და რონალდუ MLS-ში ითამაშებენ”

“ლოს ანჯელეს გალაქსის” ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი იმედოვნებს, რომ ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ მომავალში MLS-ში ითამაშებენ.

ინგლისის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები საუკეთესო ქვეყანაა ბიზნესის და სიმდიდრის გათვალისწინებითო.

“ვიმედოვნებ რონალდუ და მესი აშშ-ში ითამაშებენ. რა თქმა უნდა, აქ თამაშს მსოფლიოში ყველა ფეხბურთელს ვურჩევ. დარწმუნებული ვარ, ისინი ამერიკაში მოედანზე და მის მიღმა ცხოვრებით დატკბებიან, რადგან ეს აშშ-ა – სუპერ ქვეყანა მუშაობის და სიმდიდრის მხრივ. შესაძლოა 5 ან 10 წლის წინ, ლიგა პოპულარული არ იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.” – განუცხადა CNN-ს ჯერარდმა.

სტივენი “ლოს ანჯელეს გალაქსიში” გასული წლის ზაფხულში გადავიდა. მას შემდეგ ფეხბურთელმა MLშ-ში 13 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.114843