კალათბურთი

18:53 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვითამ დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა

"ა" ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვითა მორიგ ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ თსუ-ს დაუპირისპირდა და ორი ამერიკელი ლეგიონერის ანდრე ჯონსისა და დანიელ ბეჯარანოს გარეშე დიდი ანგარიშით 99:74 შეძლო მეტოქის დამარცხება.

ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა ვითას უკანახაზელმა ირაკლი ჩლაიძემ დააგროვა, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. 13 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი ჩლაიძის თანაგუნდელმა უკრაინელმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა ლეგიონერმა კონსტანტინ ანიკიენკომ შეასრულა. სტუდენტების მხრიდან ყველაზე მეტი 20 ქულა უკანახაზელ ვასილ ბერუაშვილის ანგარიშზეა.

თსუ - ვითა 74:99 (18:27, 27:23, 10:22, 19:27)

0.111868