როჯერ ფედერერმა მუხლის ოპერაციის შემდეგ ვარჯიში განაახლა, აღნიშნულ ინფორმაციას როჯერი თავის ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
“ბედნიერი ვარ, რომ ვარჯიში განვაახლე” – განაცხადა ფედერერმა.
ფედერერმა მუხლზე ოპერაცია თებერვლის დასაწყისში გაიკეთა, რის გამოც “როტერდამის” და “დოჰას” ტურნირები გამოტოვა.
როჯერი კორტს “ინდიან-უელსის” ტურნირზე დაუბრუნდება, რომელიც 7 მარტს დაიწყება.