ფეხბურთი

14:40 | 24.02.2016 | ნანახია NaN - ჯერ

ახალგაზრდა “ღამურები” უეფას ახალგაზრდული ლიგიდან ასე გამოვარდნენ... (+VIDEO)

გუშინ უეფას ახალგაზრდული ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში ლონდონის “ჩელსის” 19 წლამდე გუნდმა შინ “ვალენსია” მიიღო და 1/4 ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება მოახერხა.

შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, რასაც პენალტების სერია მოჰყვა და მასპინძლებმა 5:3 იმარჯვეს. თუმცა, არავინ იცის როგორ დასრულდებოდა საფეხბურთო ლატერეა რომ არა, მსაჯების უხეში შეცდომა.

“ვალენსიას” მოთამაშემ ალბერტო ხილმა პირველი პენალტი ზუსტად შეასრულა, თუმცა ბურთი კარის ხაზს შიგნით არსებულ რკინას მოხვდა და გარეთ გამოვარდა. ეს კი რატომღაც ვერცერთმა მსაჯმა ვერ დაინახა და “ღამურებს” ნაღდი გოლი მოპარეს. ალბათ ასეთი რამ ფეხბურთის ქომაგთა უმრავლესობას აქამდე ნანახი არ ექნებოდა, მაგრამ გუშინ მსაჯებმა საოცარი შეცდომა დაუშვეს.

აღშფოთებული ახალგაზრდა “ღამურები” მატჩის დასრულებისთანავე მსაჯს ეცნენ და ჩხუბი დაუწყეს, ხოლო რეფერიმ ყვითელი ბარათების ფრიალი დაიწყო.

აღნიშნულ მატჩს ისეთი ფიგურები გამოეხმაურნენ, როგორებიც არიან: სანტიაგო კანისარესი, მიგელ ანხელ ანგულო, გარი ნევილი, პაკო ალკასერი და ა.შ.

მათი თქმით, ასეთი რამ ფეხბურთში ჯერ არ უნახავთ, შოკირებულები არიან ახალგაზრდა “ღამურების” დაჩაგვრით და უეფა ვალდებულია, რომ ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვოს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:45 | 21.06.2020
ogafa (10211)

„ლაიფციგი“ მესამეა და ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

0.065501