კონტინენტურ ჩემპიონატებზე ჭაბუკებს შორის ყველა ქვეყანას უფლება აქვს თითოეულ წონით კატეგორიაში ორი მოჭიდავით იასპარეზოს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებულმა ფედერაციამ (UWW) სოჭში 13 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, გადაწყვეტილება ძალაში კი 22 თებერვლიდან შევიდა.
UWW-ს აღმასრულებელ კომიტეტს სჯერა, რომ მხოლოდ ერთი მოჭიდავის დაყენება კატეგორიაში არც ისე წარმატებული გამოდგა ჭაბუკთა მონაწილეების რიცხვის გასაზრდელად. ბევრ ქვეყანაში ჭაბუკებს არ ქონდათ შესაძლებლობა საერთაშორისო შეჯიბრებეზე ხშირად ეასპარეზათ, ორი ათლეტის დაყენება კი ხელს შეუწყობს საერთაშორისო დონეზე ინტერესის ზრდას.
“იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება დაეხმარება ფედერაციებს ჭიდაობის პოპულარიზაციის ასამაღლებლად თავიან ქვეყნებშიზ”, - აღნიშნავს UWW-ს პრეზიდენტი ნენად ლალოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ სერბულ სუბოტიცაში გამართულ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილიც დაისაკუთრა.
გიორგი იანტბელიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში 83 ქულა მოაგროვაა და თურქეთისა და რუსეთის ნაკრებებს დიდი უპირატესობით გაასწრო. მაშინ ევროპის ჩემპიონები თორნიკე ქათამაძე (42), ალეკო ლომიძე (58) და ივერიკო ჯულაყიძე (69) გახდნენ.
ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა კი სამივე სინჯის ორ-ორი მედალი და გუნდური მეორე ადგილი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ლერი აბულაძე (54) და აივენგო რიკაძე (63) გახდნენ.