არგენტინის საფეხბურთო ნაკრებს ბოლო დროს იმდენი “თილისმა” და სიყვარულით გულშევარდინილი ქომაგი გამოუჩნდა, რომ ახლა ალბათ ის დროა, როდესაც “ალბისელესტე” საფეხბურთო ნაკრების ნაცვლად სამოდელო სახლად უნდა გადაკეთდეს და ეს გუნდი ზოგჯერ ისე საზარლად თამაშობს, შეიძლება არც უამისობა იყოს.
ბოლო დროს, ნამეტნავად გააქტიურდა არგენტინელი მოდელი, კაროლინა არდოჰაინი, რომელმაც ოფიციალურად თავი “ვერცხლისქვეყნელთა” ეროვნული გუნდის თილისმად შერაცხა და თავპატიჟდაუდებლად განაცადა, რომ მშობლიური ნაკრების ყველაზე ერთგული და ჭეშმარიტი ქომაგი თავად არის.
ჭეშმარიტ ქომაგობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ტან-ფეხი და მკერდის გარშემოწერილობა ამ ქალს რომ არ დაეწუნება – ფოტოებიდანაც ადვილად მიხვდებით. ხარისხიანი და ჯანმრთელი მოდელი კი ხანდახან ათ ანხელ დი მარიასა და თხუთმეტ გონსალო იგუაინსაც კი ჯობია.