ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი “ბაიერნთან” (2:2) თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია და მიუნხენში წარმატებისაც ეიმედება. ამის შესახებ ალეგრიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა.
“ჩემმა გუნდმა ჩინებული შეხვედრა ჩაატარა. პირველი ტაიმი შედარებით ცუდი იყო, მაგრამ მეორე ტაიმში გამოვასწორეთ. რაც მთავარია, მებრძოლი სული გამოვავლინეთ და ახლა იგივე მიუნხენშიც უნდა გავაკეთოთ. მჯერა, რომ საპასუხო მატჩში წარმატების მიღწევა შეგვიძლია”, - თქვა ალეგრიმ.