ტურინის “იუვენტუსისა” და მიუნხენის “ბაიერნის” შორის გამარჯვებული სამი კვირის შემდეგ გერმანიაში გაირკვევა. მართალია, დღევანდელმა დაპირისპირებამ რაღაც კონტურები გამოაჩინა, მაგრამ “ბებერი ქალბატონის” ჩამოწერა რომ არ ივარგებს, ტურინულმა მატჩმაც ცხადჰყო. “იუვემ” მეტოქეს ორბურთიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა, რაც “ბაიერნთან” ადვილი გასაკეთებელი არაა.
პეპ გვარდიოლამ სამი ცენტრალური მცველით დაიწყო თამაში და ამიტომაც იყო, რომ ძირითადში ჩაბი ალონსოს ნაცვლად არტურო ვიდალი ვიხილეთ. ჩილელმა სწორედ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა და თავი არც შეურცხვენია. საერთოდ, ვიდალი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ჩინებულად მოქმედებდა და თავის გუნდში არიენ რობენთან ერთად საუკეთესო გახლდათ. მასიმილიანო ალეგრიმ კი რატომღაც ფრთხილი თამაში არჩია და ვინ იცის, ახლა ნანობს კიდეც. ყოველშემთხვევაში, როდესაც “იუვემ” ოდნავ მაინც შეტევაზე დაიწყო ფიქრი, მეტოქის სუსტ დაცვას პრობლემები შეუქმნა. თუმცა, არავინ იცის, რა მოხდებოდა რომ არა, სტუმარი უკანახაზელების და განსაკუთრებით ახალგაზრდა ჯოშუა კიმიხის არადამაჯერებელი თამაში.
“იუვენტუს სთედიუმზე” შეხვედრა ისე დაიწყო, თითქოს მოედანზე მარტო “ბაიერნი” იყო. “რეკორდმაისტერის” ფეხბურთელებს ბურთი სულ თან ჰქონდათ და როგორც კი ტურინელთა საჯარიმოს მიუახლოვდებოდნენ, ხიფათიც იქმნებოდა. თუმცა პირველად კარში “იუვემ” დაარტყა – მარიო მანჯუკიჩმა შორი მანძილიდან სცადა მანუელ ნოიერის კარის აღება, თუმცა დარტყმა მეტისმეტად სუსტი გამოუვიდა. პირველი რეალური საგოლე მომენტიც ხორვატს მიეცა. პოლ პოგბას ჩაწოდებული დავიდ ალაბას თავზე გადააფრინდა, მანჯუკიჩმა კი ვადრნაში ვერ ივარგა და ააცილა. ამის შემდეგ “ბაიერნს” თამაშის სადავეები ხელიდან კარგა ხანს არ გაქცევია; ცოტა ხანში რობერტ ლევანდოვსკიმ ტომას მიულერი ცარიელ კართან დატოვა, თუმცა გერმანელმა წაიბორძიკა და ლეონარდო ბონუჩიმ სიტუაცია განმუხტა. საერთოდ, მიულერი პირველ ტაიმში ბევრს სცოდავდა და ბედის ირონია იყო, 43-ე წუთზე ანგარიში მან რომ გახსნა. დუგლას კოშტას პასისი მერე “იუვეს” მცველები დაიბნენ და ტომასმაც აუღელვებლად გაიტანა. ამ ეპიზოდში უყურადრებოდ ტურინელთა ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო გაისარჯა, რომელიც 45 წუთის განმავლობაში ძალზე უფერულად ირჯებოდა და მეორე ნახევარში მოედანზე აღარც გამოჩენილა.
საერთოდ, “იუვენტუსმა” ეს შეხვედრა რომ არ წააგო, დიდწილად ალეგრის შეცვლების დამსახურებაა – ბრაზილიელმა ერნანესმა მოედნის ცენტრში ბურთი კარგად დაიჭირა, სტეფანო სტურარომ გოლი შეაგდო, ხოლო ალვარო მორატამ საგოლე პასი გააკეთა. სწორედ ამ ბიჭებს მისცა თამაშის შესაძლებლობა ალეგრიმ მეორე ტაიმში.
მეორე ნახევარი თითქოს “იუვენტუსის” აქტიურობით უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კონტრშეტევების შიშით იტალიელები გააზრებულად ვერ უტევდნენ, თუმცა 55-ე წუთზე სწორედ კონტრშეტევა გამოეპარათ – ლევანდოვსკიმ არიენ რობენი მოძებნა და ვეტერანმა ჰოლანდიელმაც ჩვეულ სტილში ლეგენდარულ ჯიჯი ბუფონს შანსი არ დაუტოვა – 0:2.
ბევრმა იფიქრა, ყველაფერი გადაწყდა და “ბაიერნი” კიდევ გაიტანსო, მაგრამ პეპ გვარდიოლას ბიჭები მოდუნდნენ და დაისაჯნენ. კიმიხმა საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი ვერც გააჩერა, ვერც მოიგერია და მანჯუკიჩს ჩააბარა, რომელმაც პაულო დიბალა დიდოსტატური პასით მეკარეს შეატოვა და ნიჭიერ არგენტინელს ფეხები არ აკანკალებია. “იუვეს” გათანაბრება მალევე შეეძლო. ვიდალს ბურთი მანჯუკიჩმა მოპარა (საერთოდ ხორვატი ძალზე კარგად გამოიყურებოდა) და ხან კუადრადოს ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, მაგრამ კოლუმბიელმა ვერ ივარგა და ნოიერს ხელებში დაურტყა. მერე ალეგრიმ გოლის ავტორი დიბალა გაიყვანა, ხოლო მის ნაცვლად შესულმა ალვარო მორატამ ერთ წუთში ჩინებული საგოლე პასი გააკეთა. მეორე გოლის დროსაც მიუნხენელთა შეცდომა აშკარა გახლდათ – ჯერ ფილიპ ლამმა ბურთი პოგბას ჩააბარა, რომელმაც საგოლე შეტევა დაიწყო, ხოლო მორატამ ფლანგიდან თავით საჯარიმოში დააბრუნა ბურთი და იქ სტურარომ კიმიხს დაასწრო – 2:2.
ერთიც უნდა ითქვას: იტალიაში ინგლისელი არბიტრის მარტინ ატკინსონის მსაჯობით უკმაყოფილონი არიან - ისე სადაო ეპიზოდები მართლაც იყო; ჯერ არტურო ვიდალს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტის დანიშნვა შეცდომა არ იქნებოდა, ხოლო მერე მიულერის გოლის დროს ლევანდოვსკი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა ბუფონს აშკარად ხელს უშლიდა... თუმცა ეს განვლილი ეპიზოდებია და "იუვეს" ამაზე გამოკიდება არ არგებს.
რაც შეეხება თამაშს, დარჩენილ დროში გუნდებს გატანის რეალური შანსი თითქმის არ მიცემიათ. ლეონარდო ბონუჩი კი ცდილობდა შორიდან გატანას, თუმცა არ გამოუვიდა.
წყვილში ისედაც ფავორიტი “ბაიერნი” ახლა თავს გაცილებით კომფორტულად გრძნობს, მაგრამ “იუვენტუსმაც” გამოაჩინა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია. უბრალოდ, ცოტა გაკვირვებას იწვევს ალეგრის გადაწყვეტილება, ვინც თავიდან მეორე ნომრად თამაში გადაწყვიტა და როგორც აღმოჩნდა, შეცდა. არადა, “იუვეს” “ბაიერნის” სუსტი დაცვის ხაზით შეეძლო ესარგებლა და რომ შეეტია, ალბათ აჯობებდა კიდეც...
ასეა თუ ისე, პირველი რაუნდი დიდებული სანახავი გამოვიდა და ახლა "ალიანს არენაზე" მეორე 90 წუთიანი დუელი იქნება. ფავორიტი “ბაიერნია”, თუმცა არც “იუვენტუსია” ჩამოსაწერი...
“იუვენტუსი” – “ბაიერნი” 2:2 (0:1) (მიმოხილვა)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
მაყურებელი: 41 475
“იუვენტუსი” (4-4-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა; კუადრადო, ხედირა (სტურარო 69), მარკიზიო (ერნანესი 46), პოგბა; დიბალა (მორატა 75), მანჯუკიჩი
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, კიმიჩი, ალაბა, ბერნატი (ბენატია 74); ვიდალი; რობენი, მიულერი, ალკანტარა, დუგლას კოშტა (რიბერი 84); ლევანდოვსკი
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლები: 0:1 მიულერი (43), 0:2 რობენი (55), 1:2 დიბალა (63), 2:2 სტურარო (76)
გაფრთხილება: მორატა (79) – დუგლას კოშტა (20), ლევანდოვსკი (70), ვიდალი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (7) – 14 (5) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 3:4 თამაშგარე:L1:0
მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საწყალი პორტო, სახლში როგორ დიდ გულზე იყო. 0-5 პირველი ტაიმი
რამე მირჩიეთ რა დღევანდელ თამაშებზე
ბარსას კი და ბაიერნის ფორა ხვალ რეალის ერთიანი და მონაკოს 1.5 ბურთზე მეტი რვა კუშია
მაგრად მეცოდება ბაიერნი ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელი რო არაა უეჭველიი გადაააღუნავდა პორტოოს ეხლა რავიი მეორე გუნდიით გაუჭირდება მაგრამ მაინც გერმანულ გუნდია მგონია მაინც მოიგებენ და გავლეენ
მანჩესტერ სიტის" გულშემატკივართა საიტი hereisthecity.com აქვეყნებს ჯეკ ბერესფორდის სტატიას, სათაურით: "არის თუ არა ეს ბიჭი ახალი გიო ქინქლაძე, რომელსაც "სიტის" ფანები დიდხანს ელიან".
* * *
"ვაკო ყაზაიშვილმა ბოლოს თავი გამოიჩინა ეროვნულ ნაკრებში და არნემის "ვიტესის" რიგებში კარგი თამაშით, რის შემდეგაც მას უკვე ადარებენ "ცისფერთა" საკულტო გმირს.
"მანჩესტერ სიტის" ფანებს დიდად გასახარი წლები არ ჰქონდათ 1995-98 წლებში. ამ პერიოდში გუნდმა პრემიერლიგაც კი დატოვა, მაგრამ მაშინ ფანებს ერთი დიდი პოზიტივი ახარებდათ - "სიტიში" ქართველი გიორგი ქინქლაძე თამაშობდა.
თბილისის "დინამოდან" აყვანილმა აღმოსავლეთევროპელმა პლეიმეიქერმა "მეინ როუდზე" მალევე დაიმკვიდრა ადგილი ფანების გულებში. მისი ვირტუოზული თამაში და გოლები ანათებდა "სიტის" ისტორიის იმ საკმაოდ ბნელ პერიოდს.
ბევრს ახსოვს 1995/96 წლების სეზონში "ასტონ ვილას" კარში მის მიერ გატანილი ბურთი, მისი სოლო-გოლი "საუთჰემპტონის" კარში. ამ გოლმა თვის საუკეთესო გოლის პრიზი მიიღო. მან 106 მატჩში "სიტის" მაისურით 20 გოლი გაიტანა, სანამ ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდოდა.
"მანჩესტერ სიტის" ფანებს ხშირად უთქვამთ, რომ მათ გუნდში ქინქლაძის დარ ფეხბურთელს აღარ უთამაშია, მაგრამ შესაძლოა, ისინი დაფიქრდნენ და საქმეში
ნახონ 22 წლის ვაკო ყაზაიშვილი.
ნახევარმცველი "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობს. მისი ყველა ყაიდის გოლები სწორედაც მეტყველებს, რომ მისი ქინქლაძესთან შედარება შესაძლებელია.
ამ სეზონში მან 33-ჯერ მოირგო "ვიტესის" მაისურა და 9 გოლი გაიტანა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.
ახალგაზრდისთვის მართლაც რომ კარგი სეზონია. ეს კიდევ ერთხელ ეროვნული ნაკრების მატჩში დამტკიცდა, როცა მალტელთა კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
ყაზაიშვილი ცნობილია კარგი დრიბლინგით, შორეული დარტყმებით. ახლახან მან "დორდრეხტის" კარი ორჯერ დალაშქრა 3:0 დასრულებულ შეხვედრაში.
ქართველი ფეხბურთელი კარგი მეპასეცაა და მისი შედარება შეიძლება დაუმუშავებელ ალმასთან. მართალია, "მანჩესტერ სიტიში" ყაზაიშვილის გადასვლა ჯერ არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, თუ ახლო მომავალში მის სახელს ერთ-ერთ დიდ ევროპულ გუნდში გაიგებთ".
gigatrancer
ლაშა სად დაგეკარგა? არადა ერთ დროს ლუდს ერთად სვამდით
კიდე შევლენ გერმანულ სულში
ორი მცველი აკლია პორტოს პიზდეეც
გიგააააა
ჰოუ
გატ*****ნავენ დღეს გვარდიოლას
რწყილი
აჰა ყური მოგიწიე
LEVAN82
მოწი ყური აქეთ
gigatrancer
როგორც კი ჩემპს დოღლიგა დაუძახე ხალხმაც იმწუთშივე აიტაცა რა
შენ კიდევ ახალ-ახალ ლიგებს ნუ მოიფიქრებ ხოლმე რა
რავა მასე არაა თუ? DDDDDDDDDDDDDDDDDD
gigatrancer
თამაშები ბოლო ფრეიმამდე მიდის. ადრე მორჩნენ რა. აბა ერთი-ორი სიტყვა დოღლიგაზეც დაგვისველე
რაღა უნდა ვთქვა, ტრაწლიგა ხდება უკვე DDDDDDDDDDDDDDDDDD
რწყილი
შენც კიდევ ან ყურში გვითხარი ან კიდევ დაშიფრული სიტყვებით
რწყილი
ჰო მართლა რა ხდებოდა კაი რამე გველის?
გამაფრთხილეს რომ არ გამეხმაურებია აქ საიდუმლოებები
რა არი ეგეთი DDDDDDDDDDD
gigatrancer
მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემმა ბიჭმა გამახარა
ჯერ დასაწყისია მაინც. თუმცა უკვე ხშირად გახდა საჭირო 19-ვე პარტიის ჩატარება. მემგონი საინტერესო ჩემპიონატი იქნება.
Wavikitxe da cud dgeshi chveni fexburti iqet zestafoni iqet kide batumis mkacri sasjeli am saitze dvalishvili da oqriashvili sarezervo gundshi arian 2 3dgea gasaxari statia ar daudiat
Kun aguero
სპორტალზე შედი რამდენი ცხელ-ცხელი ამბებია
Jesse
დეუ, სანამ რწყილი გახდებოდა, მანამდე პატენტი ალეხანდრო იყო, თანაც კასოს ავატარით. იძახადა 2022 წლიდან ვარო
მართლა მასე იყო
2022 წელს ძლივს დავაღწიე თავი 
DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
კომპიუტერი ისე მიჭედავს კომენტარის დამატებას რო ვაჭერ 5 წუთIს მერე ამატებს, წავედი გადაყენბაზე ვიჩალიჩO და შემოვალ მერე, თორე დავნერვოზდი უკვე :დ
საღამოს აქ იყავი, კაი თამაშებია და ჩავუჯდეთ
ი ძ ე ბ ნ ე ბ ა !!!
0?'>http://s018.radikal.ru/i506/1406/db/235ad299beaa.jpg':'>http://s018.radikal.ru/i506/1406/db/235ad299beaa.jpg'))
თუ ვინმემ ნახეთ შემეხმიანეთ
მპოვნელი დასაჩუქრდება
ჭიანჭველა უეჭVელი ზურა ან ამიგო იქნება ხო? :დ
ამიგოა
ზურა მუხა იყო, რკოს მაძლევდა ჭიანჭველასთვის მარა მერე გადაირქვა სახელი 
არ თქვა ახლა ძროხაც არის ახლო-მახლოო DDDDDDDDDDDDDDDDD
არა, მხოლოდ მუხა იყო..ძროხას ვინ დაიწერს ნიკზე თორემ კაი იქნებოდა, რძე არ მოგვაკლდებოდა საიტზე
DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
Tu icit portus da psg gasvlas ramdeni eqneba kushi?2larians tavze shemovivleb da davdeb.
Jesse
ბარსელონა გაკვირდება და რას იზამ?
წამოვა ალბათ აბა რა უნდა ქნას.. ისკო ხომ წამოხვალ? 8 ნომრიან მაისურს ჩაგაცმევთ
რეალის სკამზე გავხმე მირჩევნია მანდ წამოსვლას :დ
რატო რატოო? სკამზე რა გინდა გუტი ხომ არ ხარ? DD
DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
რწყილი
Jesse
კომბლეც იყო ჩემი ცხვრები ხომ არ გინახიათო
ერთი მე მყავს გადაეცი, ჭიანჭველას რომ ვნახავ უნდა დავკლა
ჭიანჭველა ძმობილოოოოოოოო
რწყილი
დეტექტივი არ მიშველის ინტერპოლს უნდა მივმართო ეგენი უფრო მალე მოძებნიან
დამეხმარე ლევან, ჩემი ძმობილის გარეშე დიდხანს ვერ გავძლებ..რამე რომ დაემართოს თავს არ ვიცოცხლებ
Jesse
ისკო შენზე რა გავიგეთ
ბარსას რო უნდა ჩემი ყიდვა ეგ ხო :დ არ შევე*** მაგათ როცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვარრრ?
Jesse (12531)

ჭიანჭველაც მყავს ძმობილი, მარა დამეკარგა და ვერ მიპოვია ეს დღეები
იქნებს მომაძებნინო
DDDDDDDDDDDDDDDDDD
უეჭVელი ჭიანჭველაც იჩითება აქ ხო? :დ
კი კი ზემოთ მაგას გწერდი
რწყილი
ზურაც, როგორ გაქრა არა?
რა ხდება ლევან? დეტექტივი ხომ არ ჩაგვერთო საქმეში?
Jesse
ეგ დეუა
Jesse
ისკო?
კი ისკოა
რწყილი
ეგენი აქ ერთად ჩნდებიან
ჩნდებიან და ქრებიან წურწუმიასი არ იყოს

Sagamos shemovcurav axla vaxta maq
აბა შენ იცი
გიგუშ შენ გინდა რომ გავიდეს პორტო?
როგორც ყოველთვის სანახაობა მინდა
აქ ბაიერნის ფანები რეალზე ღადაობდნენ ატლეტიკოს მერეstripslashes((strlen(':////')>0?' :////':' :////')) პორტო რო მიგჯირყვნის როგორ ტეხავს
ვაა ეს ვინ გამოჩნდა ტოო. სად ხარ დაკარგული?
არ მეცალა ცოტა ხანი, რომელი ხარ შენ აბა ჯერ ის მითხარი :დ
მე ნამდვილი რწყილი ვარ
დეუ
:დდ რწყილი
რწყილი
არც ნათია ჩანს ხო?
არა, რამე ეჭვები გაქვს?
რწყილი
თამაში, რომ მოახლოვდება ჭიანჭველაც შემოგვირბენს
ჭიანჭველა სად ხარ? სად გეძებო? რომელ მხარეს მივასკდე?
წყნარად მოიგებს დღეს ბაიერნი 4-0
ჩემი რატომ არ გჯერავთ ფიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიფლ
Kakulias to daewera davijerebdi
Eseigi daerxa Chen franklinas
DDDDDDDDDDDDDD