ჩოგბურთი

1:07 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია უნგრელ ჩოგბურთელთან დამარცხდა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო ქვაცაბაია, რომელმაც ბრაზილიურ სან პაულუში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე კვალიფიკაცია წარმატებით დასძლია, ძირითად ბადეში დამარცხდა.

ქვაცაბაია პირველ წრეში უნგრელ რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდა და 6:7 (1:7), 3:6 წააგო.

ამგვარად, ქართველი ჩოგბურთელები სან პაულუს ტურნირს მხოლოდ წყვილთა თანრიგში შემორჩნენ. პირველ ნომრად განთესილი სოფო შაფათავა და ეკატერინე გორგოძე მეოთხედფინალში არიან გასულნი, სადაც არგენტინელ კატალინა პელას და დანიელა სეგუელს გაეჯიბრებიან.

0.114354