24 თებერვალს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მდებარე ევროპარლამენტის შენობაში გაიმართება კონფერენცია – თემაზე: “ჭადრაკი სკოლაში”.
ფორუმის ორგანიზატორები არიან: ევროპის პარლამენტის საგანმანათლებლო კომიტეტი ევროპის საჭადრაკო კავშირთან ერთად.
კონფერენციის მთავარი მიზანია აჩვენოს თუ როგორ დაინერგა და რა წარმატებას მიაღწია პროექტმა “ჭადრაკი სკოლაში” – ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემაში.
კონფერენციის მსვლელობისას, თავიანთ მიღწევებს წარადგენენ ევროპის საჭადრაკო კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ევროპის წამყვან ქვეყანათა შორის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაც იქნება წარმოდგენილი, როგორც პროექტის წარმატებული მონაწილე.