ფეხბურთი

18:48 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ფოფხაძე თბილისის “ლოკომოტივშია”

საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველი გიორგი ფოფხაძე ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნდა და თბილისის “ლოკომოტივში” ჩაირიცხა. ლოკომოტიველთა ახალწვეული დღეს “დინამოსთან” თბილისურ დერბიში ახალი გუნდის ძირითად შემადგენლობაშია.

ფოფხაძე ბოლოს ალბანურ “ფლამურტარიში” ასპარეზობდა ბაჩანა ცხადაძესთან ერთად და გეცოდინებათ, ცხადაძეც რამდენიმე დღის წინ გადავიდა “ლოკომოტივში”.

ფოფხაძეს უთამაშია თბილისის “თბილისში”, ბერძნული “ოლიმპიაკოსის” ახალგაზრდულში, დანიის “ვიბორგში”, “ზესტაფონში”, ავსტრიის “შტურმში”, აზერბაიჯანულ “ბაკიში”, პოლონეთის “იაგელონიაში”, ბოლნისის “სიონსა” და ბოლოს “ფლამურტარიში”. ყველაზე დიდხანს “ვიბორგში” იყო – 4,5 წელი.

ფოფხაძეს ეროვნულ ნაკრებში 11 მატჩი ჩაუტარებია.

0.111685