კალათბურთი

18:26 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რევანში არ შედგა

დღეს დაიწყო საქართველოს საკალათბურთო "ა" ლიგის მეორე წრე. ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი "კაქტუსი" მეხუთე ადგილზე მყოფ თსუ-ს შეხვდა და იოლი გამარჯვება იზეიმა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფავორიტად "კაქტუსი" ითვლებოდა. ლიდერი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და მეტოქე დიდი ანგარიშით 88:62 დაამარცხა. ცნობისთვის, ამ გუნდების პირველ შეხვედრაშიც "კაქტუსმა" დამაჯერებლად - 96:70 იმარჯვა.

გასულ მატჩში ყველაზე შედეგიანი "კაქტუსის" ამერიკელი ლეგიონერი, ფორვარდი დენიელ ვილიამსი იყო, რომლის ანგარიშზეც 24 ქულა გახლდათ. სტუდენტების მხრიდან ყველაზე მეტი 10 ქულა უკანახაზელმა დავით დეკანოიძემ მიითვალა.

თსუ - "კაქტუსი" 62:88 (15:18, 11:23, 17:23, 19:24)

0.116025