“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “ატლანტას” 102:92 მოუგო. “ოქროს შტატელებს” 50 მოგება და 5 წაგება დაუგროვდა, რაც ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო შედეგია. “გოლდენ სტეიტმა” “ჩიკაგოს” 1995/96 წლების სეზონის რეკორდის (72 მოგება, 10 წაგება) გასაუმჯობესებლად დარჩენილი 27 შეხვედრიდან 23 უნდა მოიგოს.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩში გადამწყვეტი ბოლო პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც სტივ კერის შეგირდებმა 26:17 მოიგეს. მატჩში ყველაზე მეტი 36 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო, რასაც 8 პასი და 6 მოხსნა მიამატა.
“გოლდენ სტეიტი” მომდევნო მატჩში გასვლაზე “მაიამის” დაუპირისპირდება.