ტურინის “იუვენტუსისა” და მიუნხენის “ბაიერნის” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრისთან ერთად ტურინელთა კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონის წარსდგა. ვეტერანმა მეკარემ დღევანდელ მატჩზე ისაუბრა და მეტოქის შექებაც არ დავიწყებია.
“გახსნილ და სანახაობრივ თამაშს ველოდები, ჩვენ კი სამი წლის წინანდელთან შედარებით გავიზარდეთ. “ბაიერნს” რაც შეეხება, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს დარად თავის ჩემპიონატში დომინანტია, ევროპაში კი საუკეთესო გუნდებს შორისაა.
ნოიერი? – ჩემი კარიერის განმავლობაში ბევრი ძლიერი მეკარე მინახავს და მანუელ ნოიერი მათ შორის ერთ-ერთია”, - თქვა ბუფონმა.