“ვილიარეალისა” და მექსიკის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი ტრავმირებულია.
25 წლის ფეხბურთელი ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში დაშავდა. როგორც გაირკვა, ჯონათანს ბარძაყის ტრავმა აქვს და დაახლოებით ორი თვე ვერ შეძლებს თამაშს.
დოს სანტოსმა მიმდინარე სეზონში “ვილიარეალის” მაისური 29-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.