ჩოგბურთი

13:07 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ ძირითად ბადეში გააღწია

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ ბრაზილიის ქალაქ სან პაულუში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის კვალიფიკაცია დასძლია და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა.

მე-14 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ გადამწყვეტ რაუნდში მე-7 რეიტინგის მქონე ჩილელი ფერნანდა ბრიტო 6:3, 6:2 დაამარცხა და ახლა, უნგრელ რეკა-ლუკა იანის დაუპირისპირდება.

საკვალიფიკაციო ბადის დასკვნით რაუნდში დამარცხდა მე-6 ნომრად მიჩნეულმა ეკატერინე გორგოძე. ქართველმა ჩოგბურთელმა უკრაინელ სოფია კოვალეცთან 3:6, 1:6 წააგო.

წარუმატებლობა შეემთხვა სოფო შაფათავასაც, რომელიც ძირითად ბადეში პირდაპირ იყო დაშვებული. ის მე-6 ნომრად განთესილ ფრანგ მირტილ გეორგესთან 6:7 (4:7), 2:6 დამარცხდა.

წყვილთა ტურნირში პირველი რეიტინგის მქონე შაფათავას და გორგოძის დუეტმა საწყისი წრე დამაჯერებლად დასძლია. ქართველმა გოგონებმა თურქებს აილა აკსუს და მელის სეზერს 7:5, 6:2 მოუგეს და მეოთხედფინალში არგენტინელ კატალინა პელას და ჩილელ დანიელა სეგუელს ეთამაშებიან.

0.108198