რაგბი

12:40 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ბრეგვაძე პრემიერშიპის ძირითადში

საქართველოს ეროვნული ნაკრების კვაჭმა ჯაბა ბრეგვაძემ ინგლისის პრემიერშიპის მატჩში „ვუსტერ უორიორსის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ეს მისი მეათე თამაშია ბრიტანული კლუბის შემადგენლობაში - 6-ჯერ ინგლისის ჩემპიონატში და 4-ჯერ ჩელენჯ ქაფზე, აქედან 2-ჯერ ძირითადში.

შეიძლება ითქვას, გუნდისთვის ფეხბედნიერი აღმოჩნდა 28 წლის ქართველის სასტარტო შემადგენლობაში დაყენება. გუნდმა 13-მატჩიანი მარცხიანი სერია დაასრულა, რომელთაგან 8 შიდა გათამაშებაში განიცადა და ახლა პრემიერშიპის მიმდინარე სეზონში მე-3 გამარჯვება იზეიმა. მე-13 ტურში „ვუსტერმა“ 7 ათასზე მეტი მაყურებლის წინაშე „სეილ შარქსი“ 31:23 დაამარცხა.

ბრეგვაძემ პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა და შეტევაში აქტიური იყო. მან 8-ჯერ შეუტია და ჯამში 17 მეტრი იარა, ერთხელ ხაზი სუფთად გაჭრა, ერთხელ მასზე ბოჭვა გაცუდდა და 7 პასი გააკეთა. ტრადიციულად, მან დიდი მოცულობის შავი სამუშაო შეასრულა. პირველიდან 64-ე წუთამდე ითამაშა ვალ რაფავა-რუსკინმა, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა.

„ვუსტერმა“ პირველი ტაიმი და მეორეს დასაწყისი მაღალ დონეზე ჩაატარა და 31:13 იგებდა, მერე 2 ლელო გაუშვა და რადგან „სეილს“ ჯამში 4 მოუგროვდა, პრემიალური ქულა შეხვდა, თუმცა ბოლოს გარდასახვაც რომ გაეტანა მეორე პრემიალურ ქულასაც აიღებდა. მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს და პრემიას ვერ შეწვდნენ. ბრეგვაძის გუნდი 18 ქულით ბოლოდან მეორე ადგილზეა.

„ვუსტერის“ სამწუხაროდ კარგი ფორმა აკრიფა მისმა ერთ-ერთმა კონკურენტმა „ნიუკასლმა“, რომელმაც პრემიერშიპის ბოლო ოთხი მატჩიდან სამში იმარჯვა, თანაც „ჰარლექუინსთან“, „ლესტერთან“ და „ნორთჰემპტონთან“. მასპინძლებმა ამ უკანასკნელთან მატჩში პირველი ტაიმის დასკვნითი და მეორეს საწყისი 10-10 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარეს და 26:11 დაწინაურდნენ. „ნორთჰემპტონმა“ ორი ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა და სათამაშო 13 წუთი რჩებოდა, მაგრამ გარდამტეხი ქულის აღება ვეღარ მოახერხა.

ზედიზედ მესამედ დამარცხდა „ლესტერი“, რომელსაც ამჯერად „ჰარლექუინსმა“ აჯობა 25:19 და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილიდან ჩააჩოჩა. თავის მხრივ, ამ მოგებით 4-მატჩიანი წაგებების სერია (3 პრემიერშიპში და ერთი ჩელენჯ ქაფზე) შეწყვიტა „ჰარლექუინსმა“. პირველ ტაიმში გუნდებმა სამ-სამი ზუსტი დარტყმა გაცვალეს, მერე მასპინძლები 15:9 დაწინაურდნენ, მაგრამ 55-ე წუთზე ლელო გაუშვეს და გარდასახვის შემდეგ მდევრის როლში აღმოჩნდნენ. გადამწყვეტი 8-წუთიანი მონაკვეთი აღმოჩნდა (66-74), რომლის დროსაც „ჰარლექუინსმა“ ჯარიმით დაიბრუნა უპირატესობა, მერე ლელო-გარდასახვით უპირატესობა გაიმყარა და სულ ბოლოს „ლესტერს“ ისღა დარჩენოდა, ჯარიმით და სხვაობის შემცირებით პრემიალურ ქულას დასჯერებოდა - 25:19.

ლიდერმა „სარასენსმა“ 25:12 აჯობა „გლოსტერს“. შეხვედრის ერთადერთი ლელო მასპინძლებმა მატჩის დებიუტშივე გაიტანეს, ამის შემდეგ ქულები დამრტყმელებმა აგროვეს და მართალია სტუმრები ლიდერს ორჯერ 4-ქულამდე მიუახლოვდნენ, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩნენ.

„უოსპსმა“ და „ექსეტერმა“ გასვლითი შეხვედრები მოიგეს. პირველი „ბათს“ ეწვია, საათის თავზე სამი ლელო გაიტანა და 21:6 დაწინაურდა. დასკვნით მეოთხედში მასპინძლებმა ორი ლელო გაქვითეს, მაგრამ 18:24 დამარცხდნენ და პრემიას დასჯერდნენ. „ექსეტერმა“ აუტსაიდერ „ლონდონ აირიშს“ 22:15 აჯობა.

ავივა პრემიერშიპი. XIII ტური

ჰარლექუინსი - ლესტერი 25:19

სარასენსი - გლოსტერი 25:12

ვუსტერი - სეილი 31:23

ბათი - უოსპსი 18:24

ლონდონ აირიში - ექსეტერი 15:22

ნიუკასლი - ნორთჰემპტონი 26:25

1.

სარასენსი

13

11

0

2

336:210

49

5

2.

ექსეტერი

13

9

0

4

317:193

45

9

3.

უოსპსი

13

8

0

5

314:241

37

5

4.

ჰარლექუინსი

13

7

1

5

327:300

37

7

5.

ლესტერი

13

8

0

5

243:243

35

3

6.

ნორთჰემპტონი

13

6

0

7

257:213

32

8

7.

სეილ შარქსი

12

6

1

5

224:224

31

5

8.

გლოსტერი

13

6

1

6

256:256

29

3

9.

ბათი

12

4

0

8

216:224

23

7

10.

ნიუკასლი

13

4

1

8

214:326

20

2

11.

ვუსტერ უორიორსი

13

3

0

10

243:326

18

6

12.

ლონდონ აირიში

13

3

0

10

188:379

13

1

XIV ტური. 27-28 თებერვალი

სეილი - სარასენსი, ნორთჰემპტონი - ვუსტერი, გლოსტერი - ნიუკასლი, ექსეტერი - ბათი, ლესტერი - ლონდონ აირიში, უოსპსი - ჰარლექუინსი

წყარო - www.worldrugby.ge

0.113357