რუსი მოდელი, მაშა ნოვოსელოვა აქამდე სამოდელო საქმითაც ერთობ დაკავებული იყო და მისი კარიერა პოდიუმზე ლაჯუნითაც წინ მიდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ დროს ევროპაში ნაბურთავები ფეხბურთელის, ალექსანდერ გლების სარეცელში იკოტრიალა, მისმა გონებამ სულ სხვანაირად დაიწყო მუშაობა.
არ ვიცით, მართლა გლებთან ბუღრაობამ არგო თუ სხვა რამ იყო ამის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ აგერ უკვე ერთი წელია, ეს ჩვენი მაშენკა თამამი ფოტოსესიების ჭეშმარიტი ვარსკვლავი გახდა და კვირა ისე არ გავა, მისმა თვალისმომჭრელი სილამაზის სხეულმა ფოტოსტუდიები რომ არ ააბრჭყვიალოს.
თავად მაშა ნოვოსელოვა თავის ესოდენ სახეცვლილებას იმიჯის ცვლით ხსნის და იძახის, მე უბრალოდ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში სიახლეების შემოტანა საჭირო და აუცილებელი იყოო. აი მესმის ქალი! აბა ზოგიერთს კი არა გავს, სიახლეებს ისე რომ გაურბიან, როგორც გლდანის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთხმად არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი - ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს...