საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის განახლებას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც "ავერსი" იღებს ვალდებულებას საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრებს, პერსპექტიულ სპორტსმენებს და ვეტერან ოლიმპიელებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურება და უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებით.
სეოკ-სა და „ავერსს" შორის თანამშრომლობას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა და დღემდე წარმატებით ხორციელდება.
“ავერსის” კლინიკაში მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონები: რაფაელ ჩიმიშკიანი, ვაჟა კაჭარავა, ქეთევან ლოსაბერიძე, ვახტანგ ბლაგიძე და გელა კეტაშვილი.
„სეოკ-სა და "ავერსს" შორის გაფორმებული მემორანდუმი ძალზე წარმატებული პროექტია. მისი მეშვეობით ამ წლების განმავლობაში ასეულობით ვეტერანმა თუ მოქმედმა სპორტსმენმა მიიღო კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. მაგალითად, ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში და პირველ ევროპულ თამაშებში ჩართულ სპორტსმენთა უმეტესობამ სწორედ „ავერსის" კლინიკებში გაიარა სამედიცინო შემოწმება და მოიშუშა ტრავმები. ახლა ვემზადებით რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის და ჩვენი პარტნიორების თანადგომა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომაც სიამოვნებით და მადლიერებით ვაგრძელებთ თანამშრომლობას”, - აღნიშნა ხაბელოვმა.
ის ასევე შეეხო დოპინგის საკითხს და განაცხადა, რომ აუცილებელია სპორტსმენები დროულად იყვნენ ინფორმირებული დასაშვები და აკრძალული პრეპარატების შესახებ: „ის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა მოჭიდავეებთან მიმართებაში, ძალიან სამწუხაროა. ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე სეოკ-ი ანტიდოპინგური სააგენტოს მეშვეობით აუცილებლად ჩაატარებს ლიცენზიანტი სპორტსმენების ტესტირებას, რათა რიოში გამოირიცხოს ყოველგვარი გაუგებრობა”.
პაატა კურტანიძის თქმით, „ავერსი" მოხარულია ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით, რადგან ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის სამსახურში ყოფნა მათთვის დიდი პატივია: „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა გვერდში დავუდგეთ ოლიმპიურ კომიტეტს, დავეხმაროთ სახელოვან ვეტერანებს და მოქმედ სპორტსმენებს, რომლებმაც უნდა ასახელონ ჩვენი ქვეყანა”.
შეხვედრის დასასრულს ვეტერანმა ოლიმპიელებმა საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" და სეოკ-ს დიდი მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ მათთვის ამ პროგრამის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
www.geonoc.org.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოქროს ბურთები რომ მოაგროვე მანდაც ზუსტად პერესის ხელი ერია
Kai raa
ფაქტიურად კრისტიანომ ამ განცხადებით აღიარა ყველაფერი ჩაწყობითაა და ტყუილად ვკამათობთ და ვიშლით ნერვებს არა ეს მოიგებს, არა ის და ა.შ. დდდ
არადა დრო იყო მამასავით აწოვებდა ძუძუსა.დდდდდ
მაგი არუნდა გეღიარებია რონი იმირომტომ გამოდის 3 ლიგის უკანაც პერესი ბიძია დგას და ის ოქროს ბურთები როდაყარე პანტაპუნტით არცერთი არ შეგხვდებოდა ლიგის გარეშე აჰა მაქსიმუმ ერთი შეგხვედროდა ევროპის ჩემპიონატის მერე
პერესს შე ღორო დრაკულას ტრაწი უნდა დაგალევიოს კაცმა
ეგრეცაა პერესის აჩკებზე რო მიასხა რაჩკაპურმა ბრინჯიანი ტრაწი