ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო წარსულს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მილანის “ინტერში” დაბრუნება გულით უნდოდა, მაგრამ მაშინ ლომბარდიელებმა მას თანამემამულე ადრიანო ამჯობინეს. ამის შესახებ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ავტორიტეტულ იტალიურ გამოცემა “გაძეტა დელო სპორტს” უთხრა.
“2007 წელს “ინტერში” დაბრუნდება ძალიან მინდოდა და ტრანსფერი თითქმის განხორციელებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში “ნერაძურიმ” ჩემს დაბრუნებას ადრიანოს შენარჩუნება ამჯობინა. “ინტერი”, “კორინთიანსი” და “რეალი” ის გუნდებია, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობდი და ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან”, - თქვა “ფენომენმა”.
რონლადო “ინტერში” 1997 წელს მივიდა და “ჯუზეპე მეაცაზე” მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დარჩა. 2002 წლის მუნდიალის შემდეგ კი მადრიდის “რეალში” გადაბარგდა. ბრაზილიელი იმ პერიოდს იხსენებს, როცა “რეალმა” 2007 წლის ზამთარში გაასხვისა, ოღონდ “მილანში”.