ჩოგბურთი

19:30 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენამ ნავრატილოვას გადაასწრო

მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი ზედიზედ 157 კვირაა რაც რეიტინგს სათავეში უდგას. აღნიშნული მაჩვენებლით უმცროსმა უილიამსმა მარტინა ნავრატილოვას გადაასწრო, რომელიც რეიტინგს ზედიზედ 156 კვირის განმავლობაში ლიდერობდა.

სერენა 2013 წლის 18 თებერვლის შემდეგ რეიტნგის პირველი ნომერია და ჯერჯერობით არ ჩანს ჩოგბურთელი, რომელიც მას გადაასწრებს.

უილიამსის მომდევნო სამიზნე შტეფი გრაფის 186 კვირაა.

0.120684