ბაქოს “ინტერის” მწვრთნელმა ზაურ სვანაძემ Azerifootball-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კახა ცხადაძის გუნდში დაბრუნებაზე არაფერი გაუგია. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში გაიჟღერა ვერსიამ ცხადაძის “ინტერში” დაბრუნებაზე, თუმცა ეს ჭორებია.
ამონარიდი სვანაძის ინტერვიუდან:
- ცხადაძე საქართველოს ნაკრებიდან წავიდა და უმუშევარია. მასთან გაქვთ კავშირი?
- არა.
- არის ხმები, ცხადაძე “ინტერში” ჩამოვაო...
- ამის შესახებ არაფერი ვიცი, არაფერი გამიგია.
სვანაძეს ჰკითხეს “ინტერის” ფინანსურ მდგომარეობაზე და მანაც უპასუხა, რომ ხელფასი დროულად რიგდება და საერთოდაც ფინანსური კუთხით პრობლემა აღარ არის. “ინტერი” მეოთხე ადგილზეა ჩემპიონატში, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გუნდში ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელია.