ჩოგბურთი

17:39 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამი ქართველი ბრაზილიაში

ბრაზილიურ სან პაულუში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირში ძალებს 3 ქართველი ჩოგბურთელი სცდის: სოფო შაფათავა პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული, ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია კი კვალიფიკაციაში არიან ჩართულნი.

მე-6 განთესვის მქონე გორგოძემ პირველ რაუნდში დაისვენა, მეორეში კი არგენტინელი ვიკტორია ბოსიო 6:1, 6:4 დაამარცხა და გადამწყვეტ წრეში უკრაინელ სოფია კოვალეცთან დაპირისპირება ელის.

ძირითად ბადესთან ახლოსაა ქვაცაბაიაც, რომელიც კვალიფიკაციაში მე-14 რეიტინგით ჩაება. სოფომ პირველი წრე გამოტოვა, შემდეგ კი რუმინელ დაიანა ნეგრეანუს 6:1, 2:1-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაში შეწყვიტა. ახლა, ქვაცაბაია მე-7 რეიტინგით მოასპარეზე ჩილელ ფერნანდა ბრიტოს გაეჯიბრება.

როგორც აღვნიშნეთ, ძირითად ბადეშია დაშვებული შაფათავა, რომელიც საწყის რაუნდში მე-6 განთესვის მქონე ფრანგ მირტილ გეორგესს ეთამაშება.

წყვილთა ტურნირში სოფო გორგოძესთან ერთად პირველ ნომრადაა განთესილი და მერვედფინალში ძალებს თურქულ დუეტთან (აკსუ-სეზერი) მოსინჯავს.

0.857912