27 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში “ბორჯღალოსნები” შინ, მიხეილ მესხის სტადიონზე ესპანეთს უმასპინძლებენ. მატჩი სტარტს 17:00 საათზე აიღებს.
ბილეთების გაყიდვა ინტერნეტით 18 თებერვალს დაიწყო, დღეიდან, 22 თებერვლიდან ბილეთები კი უკვე მესხის სტადიონის სალაროებშიც იყიდება. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია.
ბილეთების შეძენის ხერხები
1. ონლაინ, ვებ-გვერდზე www.TKT.GE/RUGBY;
გვერდზე გადასვლა ასევე შეგიძლიათ საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიდან. გვერდზე შესვლის შემდეგ, ზემოთ დააჭირეთ ღილაკს - SHOP NOW, რომელიც ბილეთების გვერდზე გადაგიყვანთ.
2. ფილარმონიის სალაროებში ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე;
3. მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში ყოველდღე 11:00-დან 19:00 საათამდე;
ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანია TKT.GE-ს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0322 19 55 77.