ვაკო ყაზაიშვილმა განაცხადა, რომ “გრააფსჰაპთან” ფრის (2:2) მიუხედავად, არნემის “ვიტესის” მიზნები არ შეცვლილა: გუნდი მესამე ან მეოთხე ადგილზე უნდა გავიდეს, რათა ევროტურნირებზე მოხვდეს.
“შაბათს “გრააფსჰაპთან” პირველი ნახევარი საათი კარგად ვითამაშეთ. ბურთი ჩვენ უნდა გვეკონტროლებინა, მაგრამ შემდეგ ნაკლებად აგრესიულად გამოვიყურებოდით. მეტოქე კი აგრესიული იყო. შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, მაგრამ მიზანი არ შეგვიცვლია: მესამეზე, ან მეოთხეზე უნდა გავიდეთ” – უთხრა ჰოლანდიურ ტელეგრაფ-ს ყაზაიშვილმა, რომელმაც “გრააფსჰაპთან” თავდამსხმელად ითამაშა.
“ვიტესი” მეექვსე ადგილზეა, მაგრამ მესამეადგილოსან “ალკმაარს” მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.