ფეხბურთი

14:43 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დუნგა ნეიმარს და “ბარსელონას” ელის

ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს კარლოს დუნგას ამ ზაფხულს რიო დე ჟანეიროში გასამართ ოლიმპიადაზე ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში ნეიმარის ხილვა სურს, თუმცა ბრაზილიელი სპეციალისტი დარწმუნებული არაა, რომ “ბარსელონას” შემტევი მის განკარგულებაში იქნება.

“ჩემი სურვილია ნეიმარმა ოლიმპიურ ნაკრებში ითამაშოს, მაგრამ ეს საკითხი გადაწყვეტილი არაა. ფეხბურთელთან და “ბარსელონასთან” მოლაპარაკება მოგვიწევს” - დუნგას სიტყვებს ესპანური Sport-ი ციტირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ჯერ არ შეუძლია გადაწყვეტილად თქვას, გაუშვებს თუ არა “ბარსელონა” ფეხბურთელს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად.

0.108564