გერმანელი მოდელი, ეველინ შარმა აქამდე ნამდვილად არ ყოფილა თავისი ეპატაჟურობითა და სიგიჟეებით სახელგავარდნილი ქალი. ეველინზე ვერც იმას იტყვის ვინმე, პუპულარობა აკლდა და ამ დანაკლისის შესავსებად, ათასი უცნაური ხრიკისა და ეშმაკობის მოფიქრება უწევსო.
მაგრამ, აი დადგა უცნაური ჟამი და ეველინ შარმამ, მოიხსნა დაღვინებული ქალის იმიჯი და საჯაროდ განაცხადა, რომ თომას მიულერს ეტრფის და გერმანელ მეგოლეს მოუწოდა, რომ თავისგან განაგდოს ცოლი მისი, მოისროლოს ცოლ-ქმრული უღელი და ეველინთან ვნების მორევში შესცუროს.
გერმანელი მოდელი იძახის, მე “იმნაირი” და ”იბიარდი” ნურავის ვეგონები და ჩემი მიულერისადმი ტრფობა გულით ალალად მიტარებიაო. რა არის მაინც ეს ოხერი ინდოეთი. ამ ბოლო დროს, ეველინ შარმა თურმე რამდენიმე ინდურ ბოლივუდურ სერიალში გადაიღეს და როგორც ჩანს, ეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებიც იქ ისწავლა. აბა ბავშვიც კი მიხვდება, რომ ალალი ტრფობა არა ქვაბი...