კალათბურთი

23:54 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” 50-ქულიანი მარცხი და ყუბანური რეკორდები

თბილისის “ვითამ” ვთბ-ლიგაში ზედიზედ 22-ე მარცხი განიცადა. ქართული კლუბი ევროლიგის მონაწილე ყუბანის “ლოკომოტივს” სტუმრობდა და ცხადია, გამარჯვებას ვერავინ მოსთხოვდა, აი, 50-ქულიანი წაგება კი სამარცხვინო ამბად უნდა მივიჩნიოთ – 71:121.

უკვე ტრადიციულად, ვითელები მეტოქეს ლიგის რეკორდების დახმარებაშიც დაეხმარნენ. “ლოკომოტივმა” ერთ-ერთ მეოთხედში 41 ქულა ჩააგდო და 39-დან 24 სამქულიანი გამოიყენა. ორივე ეს მაჩვენებელი ვთბ-ლიგის ისტორიაში სარეკორდოა.

თბილისელებს განაცხადში 8 კალათბურთელი ჰყავდათ და მათგან მაიზერ რევაზაშვილმა მოედანზე მხოლოდ 04:13 წუთი დაჰყო, ამდენად, მთელმა სიმძიმემ შვიდ მოთამაშეზე გადაიარა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ “ვითაში” გამორჩეულები ამერიკელი ლეგიონერები იყვნენ: დანიელ ბეჯარანომ, ანდრე ჯონსმა და ომარ ტომასმა 13-13 ქულა ჩააგდეს.

“ლოკომოტივს” გამარჯვებას ვულოცავ და ევრლიგაში წარმატებას ვუსურვებ. ისინი ძალიან სოლიდურად და ლამაზად თამაშობენ. ჩვენი გუნდი ასეთი ტემპის შესანარჩუნებლად უბრალოდ მზად არ იყო”, - განაცხადა “ვითას” მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაის მაზურსმა, რომლის გუნდიც მომდევნო მატჩს 28 თებერვალს, ყაზანში, “უნიკსთან” ჩაატარებს.

0.139373