ბუნდესლიგაში “დორტმუნდი” ქულებს სტაბილურად აგროვებს, მაგრამ ლიდერ “ბაიერნთან” ქულათა სხვაობას მაინც ვერ ამცირებს. ასე იყო XXII ტურშიც – ორივე მათგანმა თავიანთი თამაშები მოიგეს.
“ბაიერნმა” ეს შაბათს გააკეთა, ხოლო “ბორუსიამ” – დღეს. არადა, ერთი შეხედვით “ყვითლებს” ადვილი მეტოქე არ ჰყოლიათ ლევერკუზენის “ბაიერის” სახით, თუმცა წლეულს ტომას ტუხელის გუნდი სტაბილურ და დამაჯერებე სეზონს ატარებს. ერთი ეგაა, “ბაიერნი” სხვა პლანეტაზეა, თორემ ალბათ, სხვა შემთხვევაში “დორტმუნდი” ვერცხლის სინს დაისაკუთრებდა. “ბაი არენაზე” შეკრებილმა ქომაგმა კი საკმაოდ უფერული მატჩი იხილა, მიუხედავად იმისა, რომ წინასამატჩო აფიშა საპირისპიროს პროგნოზირებდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის შუაწელს გავიდა და ვინ გაიტანდა თუ არა პეირ-ემერიკ ობამეიანგი. გაბონელიც მისი გუნდისა არ იყოს წარმატებულ სეზონს ატარებს. მოკლედ თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მიმდინარე სეზონში ტუხელის ბიჭებს ვერცხლის სინით არა, მაგრამ ვერცხლის მედლებით კი მოუწევთ დაკმაყოფილება, რაც შარშანდელი სეზონის შემდეგ უდაოდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.
გელზენკირხენის “შალკე” სახელს კვლავინდებურად ამართლებს. “ხუმარები” ალბათ, ევროპაში საუკეთესოები არიან, არასტაბილურობის თვალსაზრისით(!) ანდრე ბრეიტენრეიტერის გუნდმა სამი ქულა ვერც “შტუტგარტთან” მოიპოვა, მაგრამ ვინ იცის, ეგებ პირიქითაც იყოს. საქმე ისაა, რომ “შვაბები” ჩინებულ ფორმაში არიან და უკვე 7 თამაშია არ წაუგიათ, არადა ჯერ კიდევ დეკემბერში “შტუტგარტი” გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა და II ბუნდესლიგა რეალობას მოსჩანდა. დღეს კი, იურგენ კრამნის გუნდი მარცხისგან ვეტერანმა ავსტრიელმა მარტინ ჰანრიკმა მატჩის მიწურულს იხნსა.
“შტუტგარტისგან” განსხვავებით ქვედა ლიგა თითქმის გარანტირებული აქვს “ჰანოვერს”, რომელსაც ვერც გამოცდილი თომას შააფი შველის. “ჰანოვერმა” ამ ჯერზე შინ “აუგსბურგთან” წააგო – 0:1.
“ლევერკუზენი” – “დორტმუნდი” 0:1 (0:0) (მიმოხილვა)
ლევერკუზენი, “ბაი არენა”
მაყურებელი: 30 210
“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; იედვაი (ჰილბერტი 57), ტაჰი, ტოპრაკი (პაპადოპულოსი 46), ვენდელი; ბელარაბი, კრამერი, კამპლი (რამალიო 46), მეჰმედი; კისლინგი, ჩიჩარიტო
მწვრთნელი: შმიდტი
“დორტმუნდი” (4-3-3): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი (სუბოტიჩი 77), ჰუმელსი, დურმი; გინტერი, ბენდერი (ვეიგლი 68), ლეიტნერი; მხითარიანი, ობამეიანგი, პულისიჩი (როისი 46)
მწვრთნელი: ტუხელი
გოლი: 0:1 ობამეიანგი (64)
გაფრთხილება: კამპლი (25), ჩიჩარიტო (53), პაპადოპულოსი (56), ბელარაბი (58), კისლინგი (65), ვენდელი (89) – დურმი (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 6 (1) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 8:1 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: ცვაიერი
“ჰანოვერი” – “აუგსბურგი” 0:1 (0:1)
ჰანოვერი, HDI არენა
მაყურებელი: 32 400
“ჰანოვერი” (4-1-4-1): ცილერი; საკაი, გულსელამი, მილოშევიჩი, ალბორნოზი; ჰოფმანი (კიოტაკე 46); კარამანი, სანე, პრიბი (ალმეიდა 46), ბეხი (მაქსიმი 82); სობიეხი
მწვრთნელი: შააფი
“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, გუველეეუვი, კალვანი, მაქსი; კორი, ფეულნერი (ჯი დონგ-ვონი 46); ეშვეინი (ვერნერი 71),ჯა ჩოელი, კაიუბი; ფინბოგასონი (იანკერი 82)
მწვრთნელი: ვეინზიერლი
გოლი: 0:1 ჯა-ჩოელი (14)
გაფრთხილება: გულსელამი (48), სანე (50) – კორი (85), ვერნერი (89)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 11 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: შიბერტი
“შალკე” – “შტუტგარტი” 1:1 (1:0)
გელზენკირხენი, “ველტინს არენა”
მაყურებელი: 61 262
“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოიშტადტერი, კოლასინაჩი; გეისი, გორეცკა; ბელჰანდა (აოგო 85), შოპფი, ჩუპო-მოტინგი (სანე 22); ჰუნტელაარი (დი სანტო 71)
მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი
“შტუტგარტი” (4-1-4-1): ტიტონი; გროსკროიცი, შვააბი, ნიედერმაიერი, ინსუა; სერეი დიე (ჰარნიკი 71); რუპი, დიდავი (მაქსიმი 62), გენტნერი; კოსტიჩი; ვერნერი (კრავეცი 67)
მწვრთნელი: კრამნი
გოლები: 1:0 ბელჰანდა (14), 1:1 ჰარნიკი (74)
გაფრთხილება: ბელჰანდა (69), შოპფი (75), სანე (81) – დიდავი (28)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 19 (8) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:13 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: დანკერტი