ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაიში მიმდინარე პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 2 674 445 დოლარი) ძირითად ბადეში გასვლა ვერ მოახერხა.
კვალიფიკაციაში მე-6 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა პირველ რაუნდში ბელგიელი იანიკ მერტენსი 7:6 (7:2), 6:0 დაამარცხა, გადამწყვეტ წრეში კი პირველი რეიტინგის მქონე რუს მიხაილ იუჟნისთან 2:6, 4:6 წააგო.