კალათბურთი

12:40 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ოქროს შტატელების” მორიგი რეკორდი

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

“გოლდენ სტეიტმა” გასვლაზე “კლიპერსს” 115:12 მოუგეს. “ოქროს შტატელებს” 49 მოგება და 5 მარცხი დაუგროვდათ, რაც ნბა-ს რეკორდია, სასტარტო 54 შეხვედრაში მსგავსი შედეგი ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ისტორიაში არც ერთ გუნდს არ დაუფიქსირებია. 1995/96 წლების “ჩიკაგო ბულზის” რეკორდის (72 შეხვედრის მოგება) გასაუმჯობესებლად “მეომრებმა” დარჩენილი 28 შეხვედრიდან 24 უნდა მოიგონ.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას “გოლდენ სტეიტი მატჩის სტარტზევე დაწინაურდა და ბოლომდე უპირატესობას ინარჩუნებდა. მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა კლეი ტომპსონის ანგარიშზეა, კარიმ 23 ქულა ჩააგდო. “კლიპერსში” საუკეთესი 25 ქულით ჯამალ კროუფორდი გახლდათ.

“მინესოტა” შინ “ ნიუ იორკთან” 95:103 დამარცხდა. მატჩის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყდა, რომელიც ნიუ იორკელებმა 31:16 მოიგეს. კარმელო ენტონიმ 30 ქულა ჩააგდო და 30-ე კალათბურთელი გახდა, ვისაც ნბა-ში 22 000-ქულიან ზღვარს გადასცდა.

“ატლანტა” – “მილუოკი” 109:117 (29:31, 21:232, 18:21, 26:19. o.t. 15:13)

https://www.youtube.com/watch?v=6Xl6ymWqT4o

“მაიამი” – “ვაშინგტონი” 114:94 (30:19, 29:25, 23:24, 32:26)

https://www.youtube.com/watch?v=GJ3IpjtLFfA

“მინესოტა” – “ნიუ იორკი” 95:103 (16:31, 32:28, 13:22, 34:22)

https://www.youtube.com/watch?v=tGIDyMXHXUk

“კლიპერსის” – “გოლდენ სტეიტი” 112:115 (20:33, 33:30, 31:30, 28:22)

https://www.youtube.com/watch?v=quVTS-wl0t8

თეგებინბა
0.119992