ფეხბურთი

11:15 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუნიმ ჩინელების სარფიანი წინადადება იუარა

როგორც The Sunday Times-ი იუწყება, ინგლისის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა უეინ რუნიმ “შანხაი შინხუაში” გადასვლა იუარა.

ჩინური კლუბი, რომელსაც გრეგორიო მანსანო წარმოადგენს, ინგლისელს კვირაში ნახევარ მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობდა, ხოლო მანჩესტერელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 27 მილიონ გირვანქას. გამოცემის ცნობით რუნიმ ინგლისში დარჩენა და მაღალ დონეზე თამაში არჩია.

მიმდინარე სეზონში უეინმა 32 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.

0.114358