თამაშგარე

10:38 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გამსახიობებული ლარისა
ამ ცოტა ხნის წინ, სათამამითა და დიდებული მკერდის წყალობით პუპულარობად ქმნილი პარაგვაელი მოდელი, ლარისა რიკელმე ბრაზილიაში ჩასულა. ამ დაუოკებელი ქალის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასკუპება აბა ვის გვიკვირს, მაგრამ ამჯერად ლარისას ბრაზილიური ვოიაჟის მიზეზი ერთობ საინტერესო იყო.

პარაგვაის საფეხბურთო ნაკრების თილისმად სახელდებული მკერდდიადი ლარისა როგორც ჩანს ყოველთვის ჭეშმარიტად ასრულებს დანაპირებს და სულ მოკლე დროში, ამ შესანიშნავ მეოჯახე ქალბატონსა და კარგ ოჯახისშვილს, ბრაზილიური ტელესერიალების გმირად ვიხილავთ.

ლარისას რომ ფული უყვარს, ეს მარტო ჩვენ კი არა, გლდანელი როენას დიდებული დაწესებულების მკვიდრებმაც კი იციან. სწორედ ამიტომაც, ნამეტნავად გაჯანჯლებულა ლარისას მოლაპარაკებები ბრაზილიელ პროდიუსერებთან და ბოლოს რიკელმეს ქალმა მაინც თავისი გაიტანა და გვარიანად დიდ თანხას აიღებს გამსახიობებაში. ამ დროს კი საქართველოში თურქული სერიალებია მოდაში. ასე რომ, დადგა ჟამი, დავუბრუნდეთ ფესვებს! ვივა ბრაზილ!

0.114512