ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა.
გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი “ბარსელონა” კანარის კუნძულებზე ადგილობრივ “ლას პალმასს” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა 3 ქულის მოპოვება.
კატალონიელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა მშვენიერი შეხვედრა ჩაატარეს და ცოტათი რომ გამართლებოდათ, შესაძლოა ქულა აეღოთ.
“ბარსელონას” მთელი მატჩის განმალობაში მხოლოდ 53% ეჭირა ბურთი, რაც მათთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ერთ-ერთი მიზეზი, რითაც შეიძლება აღნიშნული ფაქტი აიხსნას, სერხიო ბუსკეტსის არყოფნაა, რომელიც კატალონიელთათვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონია.
შეხვედრა კლუბებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-10 წუთისთვის ორივეს გატანილი ჰქონდა: მე-6 წუთზე ლუის სუარესმა ხორდი ალბას გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან გახსნა ანგარიში, ხოლო ოთხ წუთში ჯონათან ვიერას ულამაზესი პასი ვილიან ჟოზემ გამოიყენა და ბრავო დაამწუხრა. დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდა მომენტები, თუმცა გოლი მხოლოდ ერთ შემთხვევაში გავიდა: 39-ე წუთზე მესი ახლო მანძილიდან ურტყამდა, ხავი ვარასმა ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ნეიმარი გაჩნდა და როგორც შემდგომ გაირკვა, 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმი “ბარსას” შეტევებით დაიწყო და 49-ე წუთზე ლუის სუარესს ახლო მანძილიდან შეეძლო გატანა, მაგრამ ხავი ვარასმა დიდებულად ითამაშა და ურუგვაელს დუბლი არ შეასრულებინა. ამის შემდეგ შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა: მე-60 წუთზე ჯონათან ვიერა საჯარიმოს ხაზიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ კლაუდიო ბრავომ აჯობა, ხოლო დამატებაზე ვილიან ჟოზემ ააცილა. ცხრა წუთში კვლავ სუარესისა და ვარასის დაპირისპირება შედგა და კვლავ მეკარე გამოვიდა გამარჯვებული, ხოლო 82-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულ სერხიო არაუხოს 100%-იანი შანსი ჰქონდა გათანაბრების. არგენტინელი დაახლოებით 12-13 მეტრიდან ბრავოსგან დაუცველ კუთხეში ურტყამდა, მეკარემ რეაქციაც ვერ მოახდინა, თუმცა ბურთმა სანტიმეტრებში ჩაუარა მის კარს. არაუხოს კიდევ ერთი შანსი უკანასკნელ წუთზე შეექმნა, მაგრამ ვერც ამ შემთხვევაში ივარგა და გამარჯვება “ბარსელონას” დარჩა – 1:2.
ამ მომენტისთვის კატალონიური გრანდი უახლოეს მდევარს “ატლეტიკოს” 9 ქულით უსწრებს.
მეორე კატალონიურმა კლუბმა “ესპანიოლმა” მარკოს ასენსიოს გოლით შინ “დეპორტივო” დაამარცხა და ლა ლიგაში რვამატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
“სელტამ” საკუთარ მოედანზე “ეიბარი” დაამარცხა. გალისიელები 84-ე წუთამდე 3:0-ს იგებდნენ, თუმცა ბასკებმა 3 წუთში ორი ბურთი გაიტანეს და “ესტადიო ბალაიდოსზე” შეკრებილი გულშემატკივრები ბოლოსკენ ანერვიულეს – 3:2.
“ბეტისი” საკუთარ კედლებში “ხიხონს” დაუხვდა და ასტურიაში ქულა გაატანა. სტუმრები 65-ე წუთზე კასტრომ დააწინაურა, თუმცა ორ წუთში პაცელამ გაათანაბრა – 1:1.
ლას პალმასი – ბარსელონა 1:2 (1:2)
ლას პალმასი, “გრან კანარია”
ლას პალმასი (4-1-4-1): ვარასი, აიტამი, ბიგასი, გარიდო, დ.გარსია (პერდომო 87), მესა, ტანაუსუ, ვიერა (ლემოსი 66), ელ ჟარი (არაუხო 76), მომო, ვ.ჟოზე.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, მასკერანო, ალვეში, ალბა, რობერტო (ვერმაელენი 70), ინიესტა, თურანი (რაკიტიჩი 46), ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1 ლ.სუარესი (6), 1:1 ვ.ჟოზე (10), 1:2 ნეიმარი (39)
გაფრთხილებები: ლემოსი – თურანი, ალვეში
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ესპანიოლი – დეპორტივო 1:0 (0:0)
ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”
ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ა.გონსალესი, ო.დუარტე, ხ.ლოპესი, ვ.ალვარესი, ვ.სანჩესი (როკო 83), დიოპი, ბურგუი (ხ.მორენო 71), აბრაჰამი, ასენსიო, კაისედო (სევილია 93).
მწვრთნელი: კონსტანტინ გალკა
დეპორტივო (4-3-3): ლუქსი, სიდნეი (ლაურე 26), არიბასი, ხუანფრანი (ლუისინიო 68), ფ.ნავარო, ბორგესი (კარტაბია 78), ბერგენტინოსი, მოსკერა, ფაჟრი, ლ.ალბერტო, რიერა.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
გოლი: ასენსიო (52)
გაფრთხილებები: ასენსიო, ვ.სანჩესი, კაისედო – არიბასი
მსაჯი: რიკარდო ბენგოეჩეა
ბეტისი – ხიხონი 1:1 (0:0)
სევილია, “ბენიტო ვილამარინი”
ბეტისი (4-4-2): ადანი, ბ.გონსალესი, პაცელა, ვარგასი, მონტოია, პეტროსი (სებალიოსი 69), ნ’დიაიე, კადირი (მოლინა 79), მუსონდა, რ.კასტრო, ვან ვოლფსვინკელი (ხოაკინი 53).
მწვრთნელი: ხუან მერინიო
ხიხონი (4-2-3-1): კუელარი, მერე, ლ.ერნანდესი, ვრანჟესი, ი.ლოპესი, ს.ალვარესი, აიტ-ატმანე, მენენდეში (ხონათანი 69), კარმონა (ლორა 85), ჰალილოვიჩი, კ.კასტრო (გერერო 81).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი
გოლები: 0:1 კ.კასტრო (65), 1:1 პაცელა (67)
გაფრთხილებები: მონტოია, ნ’დიაიე – ს.ალვარესი, ი.ლოპესი, ვრანჟესი
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
სელტა – ეიბარი 3:2 (2:0)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, ს.გომესი, კაბრალი, მალიო, ხონი, ვასი (რადოია 85), დიასი, პ.ერნანდესი, ბონგონდა (ნოლიტო 71), ასპასი, გუიდეტი (ბივუ 78).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, მ.დოს სანტოსი, ანსოტეგი, ხუნსა, კასტელიანო (კაპა 46), ესკალანტე, რადოშევიჩი (ბერხონი 66), პელეტეირო, ადრიანი, ინუი, ბასტონი (ენრიჩი 71).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
გოლები: 1:0;3:0 გუიდეტი (31;69), 2:0 ხონი (39), 3:1 ბერხონი (84 პენ.), 3:2 ინუი (87)
გაფრთხილებები: პ.ერნანდესი, ს.გომესი, ნოლიტო – კასტელიანო, კაპა
მსაჯი: მარიო მელერო ლოპესი