ავტოსპორტი

1:44 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

FIA-მ ფ1-ის გუნდების შემადგენლობები გამოაქვეყნა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ფორმულა 1-ის გუნდების შემადგენლობები გამოაქვეყნა. სიაში ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ორ გუნდს სახელი შეეცვალა - „ლოტუსს“ ახალ სეზონში „რენო“ ჩაანაცვლებს, „მარუსიას“ კი ისევ „მენორი“ ერქმევა. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატში პირველად იასპარეზებს ამერიკული „ჰაასი“.

ასევე უკვე გარკვეულია ყველა გუნდის პილოტების ვინაობაც. ფ1-ს დაუბრუნდა დანიელი კევინ მაგნუსენი, რომელიც „რენოში“ ბრიტანელ დებიუტანტ ჯოლიონ პალმერთან ერთად იასპარეზებს. „ჰაასში“ ფრანგი რომენ გროჟანი და მექსიკელი ესტებან გუტიერესი არიან, „მენორს“ კი სრულიად განახლებული შემადგნლობა ჰყავს. მისი პილოტები არიან გერმანელი პასკალ ვერლაინი და ინდონეზიელი რიო ჰარიატო.

გუნდები და მათი შემადგენლობები 2016 წლის სეზონში

მერსედეს AMG პეტრონას ფორმულა ვან ტიმ (ძრავი მერსედეს AMG)

ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)

ნიკო როსბერგი (გერმანია)

სკუდერია ფერარი (ფერარი)

სებასტიან ფეტელი (გერმანია)

კიმი რაიკონენი (ფინეთი)

უილიამს მარტინი რეისინგ (მერსედესი)

ვალტერი ბოტასი (ფინეთი)

ფელიპე მასა (ბრაზილია)

რედ ბულ რეისინგ (TAG ჰოიერ რენო)

დანიელ რიკარდო (ავსტრალია)

დანილ კვიატი (რუსეთი)

საჰარა ფორს ინდია ფ1 ტიმ (მერსედესი)

სერხიო პერესი (მექსიკა)

ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია)

რენო სპორტ ფორმულა 1 ტიმ (რენო)

კევინ მაგნუსენი (დანია)

ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი)

სკუდერია ტორო როსო (ფერარი)

მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია)

კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი)

ზაუბერ ფ1 ტიმ (ფერარი)

ფელიპე ნასრი (ბრაზილია)

მარკუს ერიკსონი (შვედეთი)

მაკლარენ ჰონდა ფორმულა 1 ტიმ (ჰონდა)

ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი)

ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)

მენორ რეისინგ MRT (მერსედესი)

პასკალ ვერლაინი (გერმანია)

რიო ჰარიატო (ინდონეზია)

ჰაას ფ1 ტიმ (ფერარი)

რომენ გროჟანი (საფრანგეთი)

ესტებან გუტიერესი (მექსიკა)

0.161776